12.08.2025
კომპანია ESET -ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ლიდერი -წარმოგიდგენთ ახალ კომპლექსურ ონლაინ რესურსს კიბერუსაფრთხოების შესახებ თანამშრომლების სწავლების, ტესტირებისა და ცნობიერების ამაღლებისთვის, სახელწოდებით ESET Cybersecurity Awareness Training.
აღნიშნული გადაწყვეტილება პასუხობს ბიზნესების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას — თანამშრომლების დაბალ ინფორმირებულობას კიბერუსაფრთხოების შესახებ, რაც შესაძლოა სერიოზულ ინციდენტებსა და რეპუტაციის დაზიანებას გამოიწვიოს. ამასთანავე, გადაწყვეტილება ეხმარება კომპანიებს კიბერშეტევების თავიდან არიდებაში, რომლებიც ხშირად ხდება პერსონალის გაუფრთხილებლობის ან შეცდომის შედეგად, და ხელს უწყობს ისეთი რეგულაციების შესრულებას, როგორებიცაა NIS2, PCI, GDPR და სხვა.

«ESET-ს კარგად ესმის, რომ თანამშრომლების ინფორმირებულობა კიბერუსაფრთხოების სფეროში ორგანიზაციის კიბერუსტაბილურობის საფუძველია, — ამბობს მიხალ იანკეჩი, ESET-ის ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციულ, SMB და MSP სეგმენტებში. ESET Cybersecurity Awareness Training არა მხოლოდ აკმაყოფილებს სტანდარტებსა და რეგულაციებს, არამედ რეალურად ცვლის თანამშრომლების ქცევას – თამაშის ელემენტების, ინტერაქტიული სწავლისა და თანამედროვე მეთოდების დახმარებით. ESET-ის 30 წელზე მეტი გამოცდილება კვლევისა და შიდა ტრენინგების სფეროში გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ ხარისხიანი და ეფექტური სწავლება, ყველა დონის თანამშრომლისთვის.»
რატომ არის თანამშრომლების ინფორმირებულობის ამაღლება მნიშვნელოვანი?
Verizon-ის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, მონაცემთა გაჟონვის 68% შემთხვევა სწორედ ადამიანურ შეცდომას უკავშირდება. ამ ინციდენტების 73% კი ფიშინგისა და სოციალური მანიპულაციების შედეგია.
თუმცა, ადამიანური შეცდომებისა და უყურადღებობის რისკები შეიძლება შემცირდეს კიბერუსაფრთხოების სწავლებით. ESET Cybersecurity Awareness Training-ის ონლაინ რესურსის მეშვეობით მომხმარებლები შეძლებენ გაეცნონ კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა სოციალური ინჟინერია, პაროლის ჰიგიენა, დისტანციური მოწყობილობების დაცვა, მავნე პროგრამების სახეები და სხვა.
რა უპირატესობები აქვს ESET-ის ონლაინ-პლატფორმას?
ESET Cybersecurity Awareness Training საშუალებას აძლევს პერსონალს ისწავლოს სახიფათო წერილების ამოცნობა, ფიშინგის შეტევების რეალისტური მოდელირების გამოყენებით სიმულატორის მეშვეობით. ეს ინსტრუმენტი ორგანიზაციებს ეხმარება ჩაატარონ ტესტირების შეუზღუდავი რაოდენობა ასობით რეგულარულად განახლებული შაბლონის გამოყენებით ან შექმნან საკუთარი სიმულაცია. შესაბამისად, ფიშინგის სიმულატორი კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას შეამოწმონ საკუთარი თანამშრომლები რეალური სცენარების მეშვეობით და შეცვალონ თავიანთი სასწავლო გეგმები.
ამავე დროს, IT ადმინისტრატორების დატვირთვა, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალის სწავლებასთან, მინიმალურია. ESET Cybersecurity Awareness Training ადვილად განთავსდება მრავალი პოპულარული მესამე მხარის ღრუბლოვანი სერვისების ღრმა ინტეგრაციის და სრული API-ს წყალობით. შესაბამისად, გადაწყვეტილება სინქრონიზირდება კომპანიის არსებულ სამუშაო პროცესებთან, მიუხედავად იმისა, იყენებენ თუ არა თანამშრომლები სწავლების მართვის სისტემებს (LMS), ერთიანი შესვლის სისტემას (SSO), კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემებს (CRMS) ან პერსონალის მართვის საინფორმაციო სისტემებს (HRIS).
მარტივი და მოსახერხებელი საინფორმაციო პანელი აწვდის IT ადმინისტრატორებს ხელმისაწვდომი კურსების მიმოხილვას, თანამშრომელთა სწავლების პროგრესის სტატისტიკას და ფიშინგის შეტევების სიმულაციის შედეგებს. ადმინისტრატორებს ასევე შეუძლიათ თანამშრომლების ორგანიზება გარკვეულ ჯგუფებად, რათა მომზადდეს სასწავლო პროგრამები თანამშრომლების ან მათი ხელმძღვანელების საჭიროებების შესაბამისად.
ყველა ეს ფუნქცია შეესაბამება ESET-ის კიბერემუქრებთან ბრძოლის სტრატეგიას, რომელიც აერთიანებს თავდასხმების რისკების მინიმიზაციას და კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტის გამარტივებას.
ESET Cybersecurity Awareness Training მოიცავს ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული თავდასხმის ვექტორების უმეტესობას, ხოლო გადაწყვეტილების მარტივი დანერგვა და მართვა ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების პროცესების გამარტივებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტის შესაძენად, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ.ფოსტაზე: sales@eset.ge.