30.09.2026
ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ლიდერი კომპანია ESET წარმოგიდგენთ ბიზნესისთვის განკუთვნილი პროდუქტების განახლებულ პორტფოლიოს, რომელიც მიმართულია ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებული თანამედროვე საფრთხეებისგან დაცვისკენ. გაუმჯობესებული შესაძლებლობები ორგანიზაციებს დაეხმარება ეფექტურად გაუმკლავდნენ ახალ რისკებს და უსაფრთხოდ გამოიყენონ AI-ის ეპოქის ახალი შესაძლებლობები.

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად იცვლება კიბერუსაფრთხოებისადმი მიდგომებიც. თანამშრომლები AI ინსტრუმენტების დახმარებით ავტომატიზაციას უკეთებენ საკუთარ სამუშაოს, დეველოპერები — პროგრამირებისთვის განკუთვნილ AI-ასისტენტებს იყენებენ, ხოლო კომპანიები — AI-აგენტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით განახლებულ სამუშაო პროცესებს. თუმცა, ასეთი ცვლილებები მხოლოდ დამატებით უპირატესობებს კი არ ქმნის, არამედ კიბერშეტევების ვექტორებსაც აფართოებს.
ESET-ის სპეციალისტებმა უკვე დააფიქსირეს რამდენიმე საფრთხე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს იყენებს, მაგალითად, PromptLock და PromptSpy, ასევე ათასობით მავნე AI ფუნქციური კომპონენტი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თანამედროვე ტექნოლოგიები უდიდეს სარგებელს იძლევა ინოვაციების დანერგვის დაჩქარებით, ამავდროულად ისინი მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოების რისკებს, რაც კიბერმდგრადობის უზრუნველსაყოფად ახალი გადაწყვეტილებების შემუშავების აუცილებლობას განაპირობებს.
«დღეს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვანია, ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ ახალ და რთულ საფრთხეებთან მიმართებით, თუმცა მათ ხშირად არ აქვთ ამისთვის საკმარისი რესურსი და საჭირო მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებს. ასეთ პირობებში კიბერუსაფრთხოების ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ თანამედროვე საფრთხეები უნდა გამოავლინოს, არამედ პოტენციური რისკების თავიდან ასაცილებლად ინოვაციური მიდგომებიც გამოიყენოს», — აღნიშნავს მიხალ იანკეხი, ESET-ის ვიცე-პრეზიდენტი კორპორაციული და მცირე და საშუალო ბიზნესის/MSP გადაწყვეტილებების
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით განხორციელებულ კიბერშეტევებთან გასამკლავებლად ESET-მა გააუმჯობესა ბიზნესისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებების პორტფელი და ESET PROTECT პლატფორმას ახალი მოდული — AI დაცვა — დაამატა. ამ განახლების წყალობით, ორგანიზაციებს შეუძლიათ, უსაფრთხოების მიმართ ნდობით დანერგონ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები და ისარგებლონ ახალი შესაძლებლობების მქონე გადაწყვეტილებების უპირატესობებით:
• AI-აგენტების დაცვა: სპეციალიზებული ფუნქცია იმ კომპანიების დასაცავად, რომლებიც იყენებენ ავტონომიურ AI-აგენტურ სისტემებს, მავნე კომპონენტებისგან, ასევე დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად წარმადობაზე გავლენის გარეშე.
• AI-ის ქცევის მონიტორინგი: უწყვეტი მონიტორინგის ფუნქცია, რომელიც აკვირდება ავტონომიური AI-აგენტური სისტემების ქცევას, ავლენს და აფიქსირებს საეჭვო მოქმედებებს, რათა შემცირდეს რისკი, გაძლიერდეს AI-აგენტების მუშაობის კონტროლი და თავიდან იქნეს აცილებული ხელოვნური ინტელექტის ანომალიური ქცევით გამოწვეული ინციდენტები.
ახალი მოდული უკვე ხელმისაწვდომია ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებების არსებულ და ახალ მომხმარებლებისთვის: ESET PROTECT Advanced, ESET PROTECT Complete, ESET PROTECT Enterprise, ESET PROTECT Elite, ESET PROTECT MDR, ESET PROTECT MDR Ultimate.
კომპანია ESET ასევე აუმჯობესებს AI-ზე დაფუძნებულ საფრთხეების გამოვლენის ძირითად ტექნოლოგიებს და ინვესტირებას ახორციელებს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში, უსაფრთხოების პრიორიტეტად განსაზღვრით. კიბერუსაფრთხოების AI-ასისტენტთან ESET LiveAI (ადრე ცნობილი როგორც ESET AI Advisor) ერთად, რომელსაც გაუმჯობესებული შესაძლებლობები აქვს რეალურ დროში ინციდენტებზე რეაგირებისთვის საჭირო კონტექსტის მიწოდების მიმართულებით, ESET PROTECT პლატფორმა ახლა ასევე მოიცავს კორელაციისა და რეაგირების ახალ მექანიზმს — ESET LiveCortex.
«ავტონომიური AI-ის ეპოქაზე გადასვლის პირობებში ESET წარმოგიდგენთ ბიზნესისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებების ახალ პორტფელს, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ორგანიზაციებს დაეხმაროს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ახალ საფრთხეებთან გამკლავებაში. AI-ზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების განვითარებაში 40 მილიონი ევროს ინვესტიციასთან ერთად, ეს განახლება ჩვენი გრძელვადიანი მისწრაფების დასტურია, აღმოვფხვრათ ხარვეზები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების სფეროში», — დასძენს მიხალ იანკეხი.
გაიგეთ მეტი ESET-ის ბიზნეს-გადაწყვეტილებების შესაძლებლობების ფართო სპექტრის შესახებ ბმულზე.