გადადით ღრუბლოვანი მართვის კონსოლზე დაფუძნებულ ESET-ის გადაწყვეტილებაზე 50%-იანი ფასდაკლებით!

06.10.2025 - 31.12.2025

მხოლოდ 2025 წლის 31 დეკემბრამდე ბიზნეს სტრუქტურებს, რომლებიც იყენებენ სხვა მწარმოებლების პროდუქტებს, აქვთ შესაძლებლობა გადავიდნენ ESET-ის გადაწყვეტილებაზე, რათა უზრუნველყონ თავიანთი IT ქსელების კომპლექსური დაცვა 50% ფასდაკლებით. შეთავაზება მოქმედებს იმ პირობით, რომ ახალი შეძენა იქნება მინიმუმ 5 PC-ის დაცვისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ მიგრაცია ხორციელდება ფუნქციონალურად ანალოგიურ პროდუქტზე და ანალოგიური რაოდენობის მოწყობილობებზე.

ფასდაკლების მისაღებად, მომხმარებელმა შესყიდვის მოთხოვნის წარდგენისას უნდა გამოაგზავნოს სხვა მწარმოებლის მიერ გაცემული ლიცენზირების სერტიფიკატის ასლი, სადაც მითითებულია დაცული მოწყობილობების რაოდენობა და პროდუქტის ტიპი. ამავდროულად, ეს განახლება შესაძლებელია როგორც სხვა მომწოდებლების გადაწყვეტილებების ადგილობრივი, ასევე ღრუბელზე დაფუძნებული ვერსიებიდან. 

ფასდაკლება გათვალისწინებულია იმ პირობით, რომ სხვა მწარმოებლის პროდუქტის გამოწერის დასრულებიდან არაუმეტეს 30 დღე გავიდა.

ყურადღება! ეს სააქციო შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ღრუბლოვანი მართვის კონსოლის მქონე კომპლექსურ გადაწყვეტილებებზე: ESET PROTECT Entry, ESET PROTECT Advanced, ESET PROTECT Complete, ESET PROTECT Enterprise და ESET PROTECT Elite. გაითვალისწინეთ, რომ ამ გადაწყვეტილებების მომხმარებლებს აქვთ წვდომა როგორც ღრუბლოვან, ასევე ადგილობრივ მართვაზე.

ფასებისა და ფასდაკლებული განახლების პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ sales@eset.ge -ს.

*ESET PROTECT Enterprise და ESET PROTECT Elite კომპლექსური გადაწყვეტილებები ხელმისაწვდომია 25 და მეტი ობიექტის დასაცავად.