ხშირად დასმული კითხვები
როგორ გამოვიყენოთ საცდელი ვერსია?
1. გააქტიურეთ თქვენი საცდელი ვერსია
ინსტალაციის დროს აირჩიეთ «უფასო საცდელი» ვარიანტი და გაააქტიურეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართით.
2. ისიამოვნეთ უსაფრთხოებით
ისარგებლეთ ციფრული დაცვის უმაღლესი დონით უფასოდ 30 დღის განმავლობაში.
3. გამოიყენეთ დაცვა მუდმივად
თუ გსურთ პროდუქტის გამოყენება საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ, უნდა შეიძინოთ ლიცენზია.
რამდენი მოწყობილობის დაცვა შემიძლია უფასო საცდელი ვერსიით?
ESET HOME Security Premium-ისა და ESET HOME Security Essential-ის უფასო საცდელი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი მოწყობილობის დასაცავად. ESET Small Business Security-ის უფასო საცდელი ვერსია შეიძლება გამოყენებულ იქნას 5-მდე მოწყობილობის დასაცავად. დამატებითი მოწყობილობების დასაცავად საჭიროა გამოწერის შეიძენა.
შემიძლია თუ არა ESET პროდუქტის დაყენება, თუ ჩემს მოწყობილობაზე სხვა ანტივირუსული პროგრამაა დაინსტალირებული?
ჩვენ გირჩევთ, წაშალოთ ადრე დაინსტალირებული ანტივირუსული პროგრამა თქვენი სისტემიდან ESET უფასო საცდელი პროგრამის დაყენებამდე.
შენიშვნა! ხშირად Windows-ში მხოლოდ ჩაშენებული დეინსტალაციის ფუნქციების გამოყენება საკმარისი არ არის. ანტივირუსის მოცილების ინსტრუმენტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.



