ESET აფართოებს გადაწყვეტილებების პორტფელს ბიზნეს მომხმარებლების კიდევ უფრო ძლიერი დაცვისთვის

ESET-ი, ინფორმაციული უსაფრთხოების ლიდერი, წარმოგიდგენთ ბიზნეს-პროდუქტების სიახლეებს, რომლებიც კორპორატიული მომხმარებლების დაცვას გაძლიერებს. კერძოდ, მომხმარებლებს აქვთ ახალი ESET PROTECT MDR Ultimate კომპლექსური გადაწყვეტილება დიდი კომპანიებისა და კორპორაციების დაცვისთვის და განახლებული ESET PROTECT MDR კომპლექსური გადაწყვეტილება საშუალო ბიზნესისა და დიდი საწარმოებისთვის, ასევე გაფართოებული დაცვა მობილური მოწყობილობებისთვის.

ამ განახლების შედეგად ESET-ის პროდუქტები ხელმისაწვდომი გახდება ბიზნეს მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უსაფრთხო მუშაობისთვის საჭირო უნარები ან რესურსები. ეს დაეხმარება ორგანიზაციებს უზრუნველყონ სრულყოფილი დაცვა სერვისებისა და გამოცდილი სპეციალისტების დახმარებით, რომლებიც ეფექტურად რეაგირებენ კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე, რათა დარჩნენ კიბერდამნაშავეებისგან ერთი ნაბიჯით წინ", - ამბობს მიხალ იანკეხი, ESET-ის SMB და MSP სეგმენტების ვიცე-პრეზიდენტი.

ESET PROTECT MDR საშუალო ბიზნესისთვის შესაფერისი გადაწყვეტილებაა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობის პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. ESET ეხმარება რეგულაციების დაცვაში უზრუნველყოფს სწრაფი აღმოჩენისა და რეაგირების შესაძლებლობას და უზრუნველყოფს რეგულარულ ანგარიშგებას. კომპლექსური გადაწყვეტილების შემადგენლობაში შედის:

მართვის კონსოლი;

სამუშაო სადგურებისა და სერვერების დაცვა;

მობილური მოწყობილობების გაფართოებული დაცვა;

სრული დისკის დაშიფვრა;

ღრუბელში გაფართოებული ანალიზი;

დაუცველობებისა და გამოსწორებების მართვა;

საფოსტო სერვერების და ღრუბლოვანი პროგრამების დაცვა;

გაფართოებული აღმოჩენა და რეაგირება;

მრავალფაქტორული ავთენტიფიკაცია;

აღმოჩენის და რეაგირების მართვის სერვისი (ESET MDR);

პრემიუმ-მხარდაჭერა (ESET Premium Support Essential).

ESET PROTECT MDR Ultimate-ის ახალი კომპლექსური გადაწყვეტილება უზრუნველყოფს პროაქტიულ დაცვას და გაუმჯობესებულ ხილვადობას საფრთხეების ძიებასთან ერთად და დისტანციურ კვალიფიციურ დახმარებას ინციდენტებზე დროული რეაგირებისთვის. წინა გადაწყვეტილების ყველა კომპონენტის ჩათვლით, ESET PROTECT MDR Ultimate შეიცავს უსაფრთხოების სერვისის უფრო მაღალ დონეს - ESET Detection & Response Ultimate და პრემიუმ მხარდაჭერას - ESET Premium Support Advanced.

ძირითად უპირატესობებს შორის არის ESET-ის სპეციალისტი, პროაქტიული ინფორმირება, დეველოპერების მიერ მოთხოვნების პრიორიტეტული განხილვა. გარდა ამისა, სერვისის ეს დონე დაეხმარება ციფრული გამოძიებისა და ინციდენტების რეაგირებაში, უზრუნველყოფს მავნე პროგრამების აღმოჩენის მხარდაჭერას და მავნე ფაილების ექსპერტულ ანალიზს.

ESET-ის ბიზნეს პორტფელის დამატებითი განახლებები.

ყველა კომპლექსური გადაწყვეტილება*, დაწყებული ESET PROTECT Advanced-ით, ახლა მოიცავს ESET Mobile Threat Defense-ს, რომელიც უზრუნველყოფს მობილური მოწყობილობების გაფართოებულ დაცვას, რომლის მართვაც ხორციელდება ESET PROTECT პლატფორმაზე. ასევე ESET Mobile Threat Defense შეიცავს მობილური მოწყობილობების მართვის (MDM) ფუნქციას Microsoft Entra ID- ის დამატებული მხარდაჭერით.

გარდა ამისა, ESET Server Security ფუნქციონალს, რომელიც უზრუნველყოფს სერვერების დაცვას, დაემატა სპეციალურად Windows სერვერებისთვის შექმნილი Firewall და დაუცველობის და გამოსწორების მართვა. ESET LiveGuard Advanced, რომელიც უზრუნველყოფს ღრუბელში გაფართოებულ ანალიზს, ახლა მომხმარებლებს აწვდის გაფართოებულ ქცევის ანგარიშებს, კერძოდ, დეტალურ მიმოხილვას, თუ როგორ აანალიზებს ღრუბლის Sandbox ტექნოლოგია საეჭვო ფაილებს, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების სპეციალისტებისთვის უკეთეს ხილვადობას და კონტექსტს.

კომპლექსური გადაწყვეტილების შეკვეთის განსახორციელებლად ან დამატებითი კონსულტაციების მისაღებად მიმართეთ სპეციალისტებს ელექტრონულ მისამართზე sales@eset.ge.

 

 

* ESET PROTECT Entry მომხმარებლებს ასევე აქვთ მობილური მოწყობილობების დაცვა, თუმცა ლიცენზირების პირობები განსხვავებულია. ESET PROTECT Entry ლიცენზია 100 ობიექტზე შეიძლება გამოყენებულ იქნას, მაგალითად, 50 კომპიუტერისა და 50 მობილური მოწყობილობის დასაცავად. ESET PROTECT Advanced-დან დაწყებული, 100 ობიექტის ლიცენზიის შეძენით თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ 100 კომპიუტერი და 100 მობილური მოწყობილობა.