კონფიდენციალური მონაცემების დაცვა

ESET Full Disk Encryption

უზრუნველყოფს ეფექტურ დაშიფრვას, რომლის მართვაც ხორციელდება ერთიანი კონსოლის დახმარებით. ეს გადაწყვეტილება ასევე იცავს თქვენი ორგანიზაციის მონაცემებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მოთხოვნების შესაბამისად.

  • სისტემური დისკების, ცალკეული განყოფილებების ან მთლიანი დისკების დაშიფრვა
  • ESET PROTECT კონსოლით მართვა
  • განთავსება, აქტივაცია და დაშიფვრა ერთი დაწკაპვით

გადაწყვეტილების ფუნქციები

კონტროლი ერთიანი კონსოლით

ESET Full Disk Encryption-ის მართვა ხდება ESET PROTECT კონსოლის მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევა დაზოგოთ დრო.

სტანდარტებთან შესაბამისობა

სხვადასხვა ზომის საწარმოების მონაცემების დასაცავად ESET Full Disk Encryption გადაწყვეტა იყენებს FIPS 140-2 სტანდარტებით დადასტურებულ 256-ბიტიან AES დაშიფრვას.

ძლიერი დაშიფვრა

ESET Full Disk Encryption შიფრავს სისტემურ დისკებს, განყოფილებებს და მთელ დისკებს, იცავს მონაცემებს ნოუთბუქებსა და კომპიუტერებზე მოწყობილობის დაკარგვის ან ქურდობის შემთხვევაში.

პლატფორმათაშორისი მხარდაჭერა

საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ დაშიფვრა Windows სამუშაო სადგურებსა და macOS-ში ჩაშენებულ დაშიფვრაზე (FileVault) ერთიანი საინფორმაციო პანელის საშუალებით.

მოწყობილობების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა

საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს დაამატოთ მოწყობილობები, რომლებზეც თქვენი ლიცენზია გავრცელდება.

განლაგება ერთი დაწკაპუნებით

დისკის სრული დაშიფვრის მართვა მთელ თქვენს ქსელში შესაძლებელია ღრუბლოვანი კონსოლით. ESET PROTECT ინსტრუმენტი ადმინისტრატორებს საშუალებას აძლევს ერთი დაწკაპუნებით განახორციელონ, გაააქტიურონ და მართონ დაშიფვრა სამუშაო სადგურებზე.

პაროლების შესახებ პოლიტიკები

ადმინისტრატორს შეუძლია პაროლის სავალდებულო ატრიბუტების, განმეორებითი შეყვანის მცდელობების რაოდენობის და მოქმედების ვადის დაყენება,. პოლიტიკის პარამეტრებში მომხმარებელს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში პაროლის შეცვლა.

სისტემური მოთხოვნილებები

ოპერაციული სისტემების მხარდაჭერა:

  • Microsoft Windows 7, 8, 8.1, 10
  • macOS 10.14 (Mojave) და ზემოთ

მოთხოვნები

  • ESET PROTECT ღრუბლოვანი ან ლოკალური კონსოლი