ESET PRIVATE უზრუნველყოფს კიბერუსაფრთხოების პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს. რთული გარემოსთვის შემუშავებული ეს გადაწყვეტილებები გთავაზობთ თანამედროვე დაცვას საფრთხეებისგან, ექსპერტთა რეკომენდაციებსა და სპეციალურ სერვისებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოწინავე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, ESET PRIVATE მარტივად ინტეგრირდება სამუშაო პროცესებში და ხელს უწყობს მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას. ასეთი ინტეგრაციის შედეგია - კიბერმედეგობა, რომელიც მიზანმიმართულად არის ადაპტირებული თქვენს მიზნებზე, ინდუსტრიასა და ზრდის ტემპზე.
მიუხედავად თქვენი სპეციფიკური საჭიროებებისა — იქნება ეს იზოლირებული გარემოს დაცვა, მაღალმწარმოებლური სკანირება, სპეციალიზებული მონაცემები საფრთხეების შესახებ, რეკომენდაციები, საოპერაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოება თუ უსაფრთხოების მართვის სერვისები — ESET PRIVATE საშუალებას აძლევს თქვენს ორგანიზაციას გადაჭრას კიბერუსაფრთხოების პრობლემები ისეთი გზებით, რომლებიც სცილდება სტანდარტული გადაწყვეტილებების ფარგლებს.