ტექნოლოგიური დამოუკიდებლობა
ESET — იმ მცირე საერთაშორისო კერძო კომპანიებიდან ერთ-ერთია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში, რომელიც ყოველთვის იცავდა ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის პრინციპებს.
დაარსების დღიდან კომპანია მუდმივად ორიენტირებულია ინოვაციებსა და უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა, ESET დღემდე მისი დამფუძნებლების საკუთრებაშია!
ESET საკუთარ მოგებას ხელახლა აბანდებს კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებაში, კვლევასა და განვითარებაში (R&D), ასევე პროდუქტების გაუმჯობესებაში, ამასთან, ხელმძღვანელობს მომხმარებლების და არა ინვესტორების საჭიროებებით.
ESET-ის ტექნოლოგიები ეფუძნება საფრთხეების შესახებ მაღალხარისხიან კვლევებს, რომლებსაც ათასობით კომპანია ენდობა. ESET-ის გადაწყვეტილებების გამოყენება საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ ამ გამოცდილებით მიღებული უპირატესობებით.
