10.06.2025
ESET-ი, ინფორმაციული უსაფრთხოების ლიდერი, აცხადებს, რომ 2025 წლის მეორე კვარტალში Forrester-ის ანგარიშის თანახმად, აღმოჩენის და რეაგირების მართვის (MDR) სერვისების წამყვანი პროვაიდერია ევროპაში. ანგარიშში სულ 26 MDR-ს მიმწოდებელი იყო გაანალიზებული.
ESET-ის ანგარიშში ჩართვა ხაზს უსვამს კომპანიის მზარდ გავლენას ევროპის კიბერუსაფრთხოების ბაზარზე და კიდევ ერთხელ ადასტურებს მისწრაფებას, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის შესაძლებლობები საფრთხეების აქტიური გამოვლენისა და მათზე რეაგირებისთვის.

ჩვენთვის ეს აღიარება არის ჩვენი მუდმივი ვალდებულება, დავიცვათ ორგანიზაციები მთელი ევროპის მასშტაბით კიბერუსაფრთხოების მოწინავე გადაწყვეტილებებით. რამდენადაც საფრთხეები უფრო და რთულდება და თავდამსხმელების სქემები უფრო დახვეწილი ხდება, MDR უნდა გასცდეს ტრადიციულ გამოვლენას და რეაგირებას. ESET-ში ჩვენ ორიენტირებული ვართ ინტელექტუალური და ეფექტური სერვისების მიწოდებაზე, რომლებიც არა მხოლოდ აიდენტიფიცირებს საფრთხეებს, არამედ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს სწრაფად, ზუსტად და თავდაჯერებულად მოახდინონ რეაგირება", - ამბობს მიხალ იანკეჩი, ESET-ის კორპორატიული და SMB/MSP სეგმენტის ვიცე-პრეზიდენტი.
ევროპის MDR ბაზარი სულ უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, რაც ზრდის მომხმარებლის მოთხოვნას საუკეთესო სერვისების მომგებიან ფასად მისაღებად. სწორედ ამიტომაა, რომ მომწოდებლები ახდენენ ინოვაციურ შეთავაზებებს. Forrester-ის ანგარიში განსაზღვრავს სამ ძირითად კომპონენტს, რომლებიც აყალიბებენ MDR ბაზარს ევროპაში, ყველა მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული ESET-ის MDR გადაწყვეტილებებთან:
• ევროპული კომპანიები XDR-ს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად მიიჩნევენ: ESET-ის XDR გადაწყვეტა უზრუნველყოფს საფრთხეების კომპლექსურ, გამჭვირვალე გამოვლენას და რეაგირებას სამუშაო სადგურებზე, ქსელებსა და პროგრამებში. კიბერუსაფრთხოების სფეროში 30 წელზე მეტი გამოცდილების საფუძველზე, ეს გადაწყვეტილება აერთიანებს მრავალდონიან დაცვას, ინტელექტუალურ ავტომატიზაციას და ექსპერტულ დონეზე კონფიგურაციას.
• ხელოვნური ინტელექტი ეხმარება აღმოაჩინოს ხარვეზები, მაგრამ არა რეაგირება: ESET ეფექტურად აინტეგრირებს ხელოვნურ ინტელექტს თავის MDR გადაწყვეტილებებში ESET AI Advisor- ის საშუალებით. ეს ინსტრუმენტი უზრუნველყოფს პერსონალიზებულ ინფორმაციას საფრთხეების შესახებ რეალურ დროში, ამარტივებს რთულ მონაცემებს ყველა დონის კვალიფიკაციისთვის და ზრდის ეფექტურობას რუტინული ამოცანების ავტომატიზაციის გზით, რაც უზრუნველყოფს საფრთხეებზე უფრო სწრაფ და პროდუქტიულ რეაგირებას.
• ნიშების რეგიონალური პროვაიდერები იყენებენ ლოკალიზაციას და სპეციალიზაციას, როგორც კონკურენტულ უპირატესობებს: ევროპაში დაფუძნებული, ESET გთავაზობთ კიბერუსაფრთხოების ლოკალიზებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აკმაყოფილებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მარეგულირებელ მოთხოვნებს.
MDR-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.