ESET-ი KuppingerCole-ის ანგარიშში MDR-გადაწყვეტილებების ბაზრის ლიდერად დასახელდა.

17.06.2026

საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი, კომპანია ESET-ი, MDR-გადაწყვეტილებების ბაზრის ლიდერად დასახელდა KuppingerCole Analysts’ 2026 Leadership Compass-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით. კვლევის მთავარი მიზანია იმ წამყვანი მომწოდებლების შეფასება, რომლებიც უზრუნველყოფენ რთული საფრთხეების გამოვლენას, გამოძიებასა და მათზე რეაგირებას.

Leadership Compass-ის ანგარიშში განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიენიჭა ESET-ის გადაწყვეტილებების გლობალურ წარმომადგენლობას, ESET PROTECT MDR-ის მნიშვნელოვან გაფართოებას, თანამედროვეობასა და კომპლექსურობას, ასევე ისეთ ძლიერ მხარეებს, როგორებიცაა: საფრთხეებზე სწრაფი ავტომატიზებული რეაგირება და დაპირისპირება, მათ შესახებ ინფორმაციის ხარისხიანი შეგროვება და ანალიზი, და მრავალენოვანი მხარდაჭერა. KuppingerCole-ის ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ კომპანიამ MDR-გადაწყვეტილებაში ინოვაციების დანერგვა მოხმარების სიმარტივისა და ავტომატიზაციის უზრუნველყოფისკენ მიმართა.

«დღეს კომპანიებს სჭირდებათ გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგსა და ახალ საფრთხეებზე დროულ რეაგირებას,» — აღნიშნა მიხალ იანკეჩმა, ESET-ის კორპორაციული მომხმარებლების, SMB და MSP სეგმენტების ვიცე-პრეზიდენტმა. — «ვამაყობთ, რომ KuppingerCole-მა MDR-ის მიმართულებით «ბაზრის ლიდერად» გვაღიარა. ეს წოდება ადასტურებს ჩვენს სწრაფვას, შევთავაზოთ მომხმარებლებს ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის MDR მომსახურება, რომელიც აერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და ექსპერტების გამოცდილებას, ეხმარება ორგანიზაციებს კიბერმდგრადობის გაძლიერებაში, საფრთხეების სწრაფ გამოვლენასა და მათზე ეფექტიან რეაგირებაში

Leadership Compass-ის ანგარიშში მომწოდებლების ანალიზი და შეფასება ხდება მთელი რიგი კრიტერიუმების მიხედვით — კერძოდ, პროდუქტების ფუნქციური შესაძლებლობების, ინოვაციურობისა და ბაზარზე წარმომადგენლობის შესაბამისად. KuppingerCole-ის ექსპერტები ხაზს უსვამენ კიბერუსაფრთხოების სფეროში გაზომვადი შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, როგორებიცაა გამოვლენისა და რეაგირების საშუალო დროის შემცირება, ამავდროულად მართვადი ან ერთობლივად მართვადი უსაფრთხოების ოპერაციული მოდელების მეშვეობით მომხმარებელთა მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესაძლებლობით.

სამუშაო სადგურებზე, ღრუბლოვან გარემოზე, კონფიდენციალურ მონაცემებსა და აპლიკაციებზე მიმართული კიბერსაფრთხეების გავრცელების ფონზე, ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიმართავენ MDR მომსახურების მომწოდებლებს, რათა უზრუნველყონ სრული ხილვადობა და კოორდინირებული დაცვის მექანიზმი. ანგარიშში აღწერილია MDR გადაწყვეტილებების განვითარება, რომლებიც მოიცავს ისეთ შესაძლებლობებს, როგორიცაა XDR, SIEM, SOAR და კონფიდენციალურ მონაცემებთან დაკავშირებული საფრთხეების გამოვლენა. ეს შესაძლებლობები ორგანიზაციებს უფრო ეფექტიანი და პროაქტიური უსაფრთხოების ზომების განხორციელების საშუალებას აძლევს.

ავტომატიზაციაში, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ანალიზისა და კიბერსაფრთხეების შესახებ ინფორმაციის მუდმივი ინვესტირების შედეგად, ESET აგრძელებს MDR მიმართულებით საკუთარი შესაძლებლობების განვითარებას და მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლებისთვის უზრუნველყოფს საფრთხეების უფრო სწრაფ გამოვლენას, რეაგირების უფრო მაღალ ეფექტიანობასა და უსაფრთხოების საერთო დონის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ESET PROTECT MDR აერთიანებს 24/7-ზე რეჟიმში მონიტორინგს, ფარული საფრთხეების გამოვლენას, ოპერატიულ რეაგირებასა და გაფართოებულ ანალიტიკას ერთიანი პლატფორმის ფარგლებში. ეს გადაწყვეტა სპეციალურად შეიქმნა იმისათვის, რომ ნებისმიერი ზომის კომპანიებს დაეხმაროს ახალი კიბერსაფრთხეების მიმართ კიბერმდგრადობის გაძლიერებაში და, ამავდროულად, გაამარტივოს უსაფრთხოების მართვა.

აღსანიშნავია, რომ ESET-ის MDR მომსახურებამ მაღალი შეფასება მიიღო არა მხოლოდ KuppingerCole-ის ექსპერტებისგან, არამედ ისეთი წამყვანი ორგანიზაციებისგანაც, როგორიცაა Forrester და AV-Comparatives.

შეიტყვეთ მეტი ESET PROTECT MDR-ის შესახებ.

ESET-ის სხვა ჯილდოების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.