16.06.2026
კომპანია ESET-მა — ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს ლიდერმა — ზედიზედ მესამე წელია, მოიპოვა «პრეტენდენტის» წოდება სამუშაო სადგურების დაცვის შესახებ 2026 წლის Gartner® Magic Quadrant™-ის ანგარიშში¹. კომპანია ამ ანგარიშში უკვე ზედიზედ მე-16 წელია ხვდება, ხოლო «პრეტენდენტის» წოდებას რეიტინგის ბოლო 8 ვერსიის შედეგების მიხედვით უკვე მეშვიდედ იღებს.
დასახული ამოცანების შესრულება და გააზრებული სტრატეგია, რომელიც გამყარებულია კონკურენტუნარიანი საფასო პოლიტიკითა და დადასტურებული გრძელვადიანი ეფექტურობით, უზრუნველყოფს კომპანია ESET-ის მაღალ პოზიციებს ბაზარზე მწარმოებელთა შორის.

«ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამუშაო სადგურების დაცვის შესახებ 2026 წლის Gartner® Magic Quadrant™-ის ანგარიშში ერთადერთ «პრეტენდენტად» აღიარება ჩვენ მიერ არჩეული სტრატეგიის სისწორისა და მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისთვის მისი ფასეულობის დამაჯერებელი დასტურია, — აღნიშნა ESET-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, პავოლ ბალაიმ. — ჩვენ ამ აღიარებას განვიხილავთ, როგორც ჩვენი მუდმივი ინოვაციების, მაღალი წარმადობისა და ეფექტური, მარტივად სამართავი კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისადმი ჩვენი ერთგულების დასტურს. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტირებას ჩვენი პლატფორმის, ESET PROTECT-ის შესაძლებლობების განვითარებაში, რათა დავეხმაროთ ორგანიზაციებს, ერთი ნაბიჯით გაუსწრონ მუდმივად განვითარებად კიბერსაფრთხეებს.»
«კომპანიები «პრეტენდენტის» წოდებით გვთავაზობენ საიმედო პროდუქტებს, რომლებიც პასუხობენ სამუშაო სადგურების დაცვის კუთხით მომხმარებელთა საჭიროებებს. ისინი ასევე გამოირჩევიან ბაზარზე მაღალი ცნობადობით, რაც ნიშურ მოთამაშეებთან შედარებით მათ შესრულების უკეთეს უნარს უზრუნველყოფს, — აღნიშნავს Gartner. — ამ წოდების მქონე კომპანიების არჩევა პრაქტიკულია, განსაკუთრებით იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სტრატეგიული პარტნიორობით.»
აღსანიშნავია, რომ ESET PROTECT — ეს არის კიბერუსაფრთხოების კომპლექსური პლატფორმა, რომელიც შექმნილია თანამედროვე ორგანიზაციების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მრავალწლიან გამოცდილებასა და მუდმივ ინოვაციებზე დაფუძნებული ეს პლატფორმა უზრუნველყოფს უსაფრთხოებისადმი საფრთხეების პრევენციაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და სერვისებს.
გაიგეთ მეტი ESET PROTECT-ის პლატფორმის შესახებ.
ESET-ის სხვა ჯილდოების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.