21.10.2025
კომპანია ESET — ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ლიდერი — აცხადებს ESET HOME Security Essential-ისა და ESET HOME Security Premium-ის განახლებას, რომლებიც წარმოადგენს საოჯახო მოწყობილობების დაცვის კომპლექსურ გამოწერებს, ასევე ESET Small Business Security-ს — მცირე ბიზნესისთვის განკუთვნილ გადაწყვეტილებას.
ახალ ფუნქციებს შორის არის გამოსყიდვის პროგრამების შეტევის შემდეგ აღდგენის ფუნქცია, მიკროფონის მონიტორინგი, უსაფრთხოების გაუმჯობესება ვებსაიტების ნახვისას, ასევე VPN, რომელიც ხელს უშლის არასასურველ თვალთვალს და უზრუნველყოფს შეუზღუდავ წვდომას ონლაინ-კონტენტზე.

იმის გამო, რომ თაღლითობა დღეს გლობალურ საფრთხედ რჩება ყველა მომხმარებლისთვის, ESET უზრუნველყოფს გაფართოებულ დაცვას სხვადასხვა სახის თაღლითური მეთოდებისგან — მათ შორის შეტევებისგან, რომლებიც მოდის SMS-ით, ელფოსტით, სატელეფონო ზარებით, URL-მისამართებით, QR-კოდებითა და მავნე ფაილებით.
განახლებული ESET HOME პლატფორმა ასევე ამარტივებს უსაფრთხოების მართვას, რაც მომხმარებლებს უადვილებს ოჯახის წევრების დაცვას, ხოლო მცირე ბიზნესის მფლობელებს აძლევს საშუალებას ზუსტად გააკონტროლონ ყველა დაცული მოწყობილობა, ასევე დააინსტალირონ უსაფრთხოების პროგრამები ყველა მოწყობილობაზე ხელმისაწვდომი და გასაგები ინტერფეისის წყალობით.
როგორც ციფრული ცხოვრების დაცვის მოწინავე გადაწყვეტილებების მიმწოდებელი, ESET მუდმივად აკვირდება კიბერ-საფრთხეების ტენდენციებს და შესაბამისად აყალიბებს თავის გადაწყვეტილებებს,“ — ამბობს ვიქტორია ივანოვა, ESET-ის ვიცე-პრეზიდენტი სახლის მომხმარებლებისა და IoT-სეგმენტში. — „გაძლიერებული დაცვა თაღლითობისგან, გამოსყიდვის პროგრამის შემდგომი აღდგენის ახალი ფუნქცია და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების გაუმჯობესება ჩვენს პროდუქტებს აქცევს ძლიერ, კომპლექსურ გადაწყვეტილებებად, რომლებიც აერთიანებენ მინიმალურ გავლენას სისტემის მუშაობაზე და გამოყენების სიმარტივეს.“
სახლის და მცირე ბიზნესის გადაწყვეტილებები იცავს ყველა ძირითად ოპერაციულ სისტემას — Windows, macOS, Android — და ასევე მხარს უჭერს ჭკვიანი სახლის მოწყობილობებს. გარდა ამისა, ESET Small Business Security უზრუნველყოფს Windows სერვერების დაცვასაც.
ძირითადი გაუმჯობესებები Windows მომხმარებლებისთვის:
• დაემატა VPN (ხელმისაწვდომია ESET HOME Security Premium-ში) — ფუნქცია იცავს ქსელურ კავშირს ანონიმური IP-მისამართის გამოყენებით და უზრუნველყოფს შეუზღუდავ წვდომას ონლაინ-კონტენტზე. VPN ასევე ხელმისაწვდომია macOS-, Android- და iOS-მომხმარებლებისთვის.
• გაძლიერდა პერსონალური მონაცემების დაცვა (ხელმისაწვდომია ESET HOME Security Essential და Premium-ში ასევე ESET Small Business Security-ს)) — მიკროფონის ახალი მონიტორინგი აფიქსირებს და აცნობებს მომხმარებლებს Windows მოწყობილობებზე მიკროფონზე წვდომის არასანქცირებული მცდელობების შესახებ.
• გაუმჯობესდა ბრაუზერის უსაფრთხოება (ხელმისაწვდომია ESET HOME Security Essential და Premium-ში ასევე ESET Small Business Security-ს) — ფუნქცია იცავს მომხმარებლებს ფიშინგის, თაღლითობისა და მავნე ვებსაიტებისგან. ფუნქცია ამოწმებს ბრაუზერში გამოტანილ HTML-კოდს მავნე შიგთავსის დასადგენად, რომელიც არ ფიქსირდება ქსელის დონეზე ან URL-ების „შავ სიაში“.
• დაემატა გამოსყიდვის პროგრამების შეტევის შემდგომი აღდგენის ფუნქცია (ხელმისაწვდომია ESET Small Business Security-ში) — თავდაპირველად შემუშავებული მსხვილი ბიზნესისთვის, ფუნქცია საშუალებას იძლევა ამ საფრთხეებისგან მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას. როგორც კი სისტემა ამოიცნობს საფრთხეს, აღდგენის ფუნქცია დაუყოვნებლივ ქმნის ფაილების სარეზერვო ასლებს, ხოლო საფრთხის განეიტრალების შემდეგ აღადგენს მათ, ეფექტურად აბრუნებს სისტემას პირვანდელ მდგომარეობაში.
ძირითადი გაუმჯობესებები macOS მომხმარებლებისთვის (ხელმისაწვდომია ESET HOME Security Essential და Premium-ში ასევე ESET Small Business Security-ს):
• მხარდაჭერა macOS 26 Tahoe-სთვის — უზრუნველყოფს დაცვის გამოყენების შესაძლებლობას macOS-ის უახლეს ვერსიაზე.
• მხარდაჭერა HTTPS და HTTP/3 პროტოკოლებისთვის — აუმჯობესებს მომხმარებელთა უსაფრთხოებას ინტერნეტში.
• მოწყობილობების მართვის ფუნქცია აკონტროლებს Mac-ზე მიერთებულ გარე მოწყობილობებს.
ეს ფუნქცია იცავს მავნე პროგრამებისგან და არასანქცირებული მონაცემთა გადაცემისგან — მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეზღუდოს წვდომა გარკვეულ მოწყობილობის ტიპებზე ან კონკრეტულ მოწყობილობებზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გაუმჯობესებები ხელს შეუწყობს მუდმივად განვითარებადი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებული აქცენტით პრევენციაზე. ESET ასევე მიიჩნევს, რომ კიბერჰიგიენისა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი დაცვის შერწყმა უმნიშვნელოვანესია, რადგან ეფექტური კიბერუსაფრთხოების დაყენება და მართვა უნდა იყოს მარტივი.
დამატებითი ინფორმაცია სახლის მოწყობილობების მრავალდონიანი დაცვისა და მცირე ბიზნესისთვის შექმნილი გადაწყვეტილებების შესახებ ხელმისაწვდომია ESET-ის ოფიციალურ ვებსაიტზე.