18.05.2026
კომპანია ESET - ლიდერი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში - წარმოგიდგენთ სპეციალურად შემუშავებული გადაწყვეტილებების ახალ პორტფოლიოს, ESET PRIVATE-ს. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადაპტირდება მსხვილი საწარმოებისა და სახელმწიფო ორგანიზაციების სპეციფიკური მოთხოვნებისა და მუშაობის თავისებურებების ფართო სპექტრზე.კერძოდ, ამ გადაწყვეტილებების ჩამონათვალში შედის:საფრთხეების მაღალსიჩქარიანი სკანირება, სრულიად იზოლირებული გარემოების დაცვა, ინფორმაციული (IT) და ოპერაციული (OT) ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დაცვა, საფრთხეების სპეციალიზებული ანალიზი და უსაფრთხოების კომპლექსური მართვა.

თანამედროვე მსხვილ კომპანიებს სულ უფრო რთული ინფრასტრუქტურა აქვთ და კიბერსაფრთხეების ზრდასთან ერთად უფრო მკაცრი ნორმატიული მოთხოვნების დაცვის აუცილებლობის წინაშეც დგანან. ასეთი ორგანიზაციებისთვის უსაფრთხოების სტანდარტული გადაწყვეტილებები შესაძლოა საკმარისი აღარ იყოს, ხოლო უწყვეტი მუშაობისთვის მათ სჭირდებათ სპეციალურად შექმნილი დაცვის სისტემა, რომელიც მარტივად ინტეგრირდება ბიზნესის ინფრასტრუქტურაში.
ამიტომ, რთული კორპორაციული გარემოებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის, კერძოდ მსხვილი კომპანიებისთვის, თავდაცვითი ორგანიზაციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, შეიქმნა ESET PRIVATE გადაწყვეტილებები, რომლებიც შესაფერისია იმ გარემოებისთვისაც კი, სადაც მონაცემთა შენახვის ადგილთან, ასევე მონაცემებისა და ინფრასტრუქტურის კონტროლთან დაკავშირებით მკაცრი მოთხოვნები მოქმედებს. გადაწყვეტილებები მარტივად ინტეგრირდება სამუშაო პროცესებში და იძლევა ნორმატიული მოთხოვნების დაცვის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს კიბერმდგრადობას თანამედროვე პირობებში.
«სხვადასხვა სფეროში ორგანიზაციები ტექნოლოგიების უბრალო შეძენიდან კიბერრისკების მართვაზე გადადიან.ამავდროულად, ისინი სწრაფად ადაპტირდებიან გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, ციფრული არქიტექტურის განვითარებასა და ინსტრუმენტებისა თუ მონაცემების უზარმაზარ რაოდენობასთან. ESET-ის როლიც ვითარდება - ჩვეულებრივი მომწოდებლიდან ის სტრატეგიულ პარტნიორად გარდაიქმნება, რომელიც უსაფრთხოების სპეციალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს მომხმარებლებს, რაც შეესაბამება თითოეული ორგანიზაციის ბიზნესგარემოს, ოპერაციულ საჭიროებებსა და ნორმატიულ მოთხოვნებს», — აღნიშნავს დევიდ ბრჟეზნა,ESET-ის ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციული საქმიანობისა და ბიზნესის მასშტაბირების მიმართულებით.
«თუ თქვენ ხართ ბანკის ხელმძღვანელი, რომელიც ცდილობს დაიცვას თავისი კლიენტები ფიშინგური შეტევებისგან; მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მწარმოებელი, რომელმაც უნდა იზრუნოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების უსაფრთხოებაზე; ენერგეტიკული კომპანიის დირექტორი, რომელსაც საკუთარი გამანაწილებელი ქსელის დასაცავად საფრთხეების ანალიზი სჭირდება, ან საჯარო სექტორის თანამშრომელი, რომელიც ციფრულ რესურსებზე, მონაცემებსა და ინფრასტრუქტურაზე მეტი კონტროლის მოპოვებას ცდილობს — კომპანია ESET-ს შეუძლია ბევრად მეტი შესაძლებლობა შემოგთავაზოთ საიმედო უსაფრთხოების სისტემის ასაშენებლად», — ამატებს დევიდ ბრჟეზნა.
ESET PRIVATE-ის გადაწყვეტილებების ფარგლებში მომხმარებლებს სთავაზობენ:
- ინდივიდუალური შემუშავება: მომხმარებლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ESET-ის მაღალკვალიფიციური დეველოპერები ადაპტირებენ, ნერგავენ და აფართოებენ გადაწყვეტილებებს საწარმოების უსაფრთხოების ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებისა და ოპერაციული საჭიროებების შესაბამისად.
- გადაწყვეტილებების მოდულური პორტფოლიო: მომხმარებლებს შეუძლიათ ერთმანეთს შეუთავსონ ESET PRIVATE-ის ნებისმიერი გადაწყვეტილება.
- ღრუბლოვანი ან ლოკალური გადაწყვეტილებები:მომხმარებლების რთულ ინფრასტრუქტურებსა და ბიზნესპროცესებში შეუფერხებელი ინტეგრაცია, დანერგვის მოქნილი ვარიანტებით.
- ექსპერტული მიდგომა: ESET-ის ექსპერტები გასცემენ რეკომენდაციებს, რომლებიც ეფუძნება ღრმა ცოდნასა და გამოცდილებას.
- კომპლექსური გადაწყვეტილებები:ESET-ის სპეციალისტები გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში მუდმივად აუმჯობესებენ გადაწყვეტილებებს და მათი გამოყენების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფენ მხარდაჭერას.
კიბერუსაფრთხოების სფეროში 30 წელზე მეტი გამოfცდილების გათვალისწინებით, ESET PRIVATE გთავაზობთ ციფრული დაცვის საიმედო გადაწყვეტილებებსა და სპეციალურ სერვისებს, რომლებიც აერთიანებს კომპანიის მიერ შექმნილ ძირითად ტექნოლოგიებს და წამყვანი ექსპერტების ცოდნას. ასეთი მიდგომა ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს ეფექტურად დაუპირისპირდნენ თანამედროვე კიბერსაფრთხეებს და შექმნან ძლიერი დაცვის სისტემა, რომელიც მორგებულია საქმიანობის სპეციფიკასა და ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებზე.